მომსახურების ნაკრები სერვისის პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს შესთავაზონ წინასწარ შექმნილი სერვისების პაკეტი ფასებითა და დანარჩენი პირობებით. თასქების გამოქვეყნების ლოდინის ნაცვლად, მომსახურების ნაკრების შეძენა კლიენტებს პირდაპირ შეუძლიათ.
დიახ, მაგრამ თქვენს მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებას ადმინისტრატორის დამტკიცება ხელახლა დასჭირდება. ეს უზრუნველყოფს, რომ ყველა სერვისი აკმაყოფილებდეს პლატფორმის სტანდარტებს.
მომხმარებლებს შეუძლიათ დაათვალიერონ მომსახურების ნაკრებები და აირჩიონ მათთვის სასურველი ვარიანტი. თასქის გამოქვეყნების და მასზე შემოთავაზებების ლოდინის ნაცვლად, ისინი მომენტალურად შეიძენენ თქვენს მომსახურებას, თქვენს მიერ შექმნილი ნაკრების არჩევითა და საფასურის გადახდით.
პირდაპირი დაჯავშნის ფუნქცია სერვის პროვაიდერებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ თავიანთი ხელმისაწვდომობა და მიიღონ ჯავშნები პირდაპირ კლიენტებისგან. პროვაიდერებს შეუძლიათ მართონ თავიანთი განრიგი საკუთარი დაშბორდიდან და გადაწყვიტონ, თავად დაადასტურონ დაჯავშნები თუ ჩართონ ავტომატური დაჯავშნა მყისიერი დადასტურებით.
ხელმისაწვდომობის დასაყენებლად:
- გადადით თქვენს დაშბორდზე
- გადაინაცვლეთ „ხელმისაწვდომობის კალენდრის" განყოფილებაში
- აქ ნახავთ ყოველკვირეულ კალენდარს დროის სლოტებით
- დააჭირეთ დროის სლოტს, რათა გახადოთ იგი ხელმისაწვდომი, ან მონიშნეთ რამდენიმე საათი დროის ბლოკის შესაქმნელად
- საჭიროების მიხედვით დაარეგულირეთ თქვენი განრიგი
ეს პარამეტრი განსაზღვრავს დროის იმ მინიმუმ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც კლიენტს შეუძლია თქვენი მომსახურების დაჯავშნა. მაგალითად, თუ ამ გრაფაში მიუთითებთ 2 საათს, კლიენტები ვერ შეძლებენ თქვენს დაქირავებას 2 საათზე ნაკლები დროით.
ეს განსაზღვრავს, რამდენი ხნით ადრე უნდა დაჯავშნოს კლიენტმა თქვენი მომსახურება. მაგალითად, თუ ამ გრაფაში მიუთითებთ 6 საათს, კლიენტები ჯავშანს შეხვედრამდე მინიმუმ 6 საათით ადრე გააკეთებენ.
დიახ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს განაახლოთ თქვენი ხელმისაწვდომობა თქვენს დაშბორდზე ხელმისაწვდომობის კალენდრის მეშვეობით.