TaskIt ახლა კიდევ უფრო ჭკვიანია: წარმოგიდგენთ ფასის დადგენას ერთეულზე, დავალებების ჭკვიანურად მართვასა და შეტყობინებებს ახალ დავალებებზე!
მიერ: TaskIt
ივლისი 14, 2025
ნახვები: 21
TaskIt-ის გუნდი მუდმივად ცდილობს თქვენი გამოცდილება პლატფორმაზე გააუმჯობესოს და ხელი შეუწყოს ბიზნესებს შორის უფრო ეფექტურ კავშირსა და თანამშრომლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პლატფორმის ყველა მომხმარებლისთვის პორცესები გამარტივებული იყოს. ამიტომ, წარმოგიდგენთ TaskIt-ის სამ მნიშვნელოვან ახალ ფუნქციონალს, რომელიც თქვენს გამოცდილებას გააუმჯობესებს და გაამარტივებს პლატფორმაზე!
ჩვენ გვესმის, რომ ყველა სერვისის განფასება ვერ ერგება საათობრივი ტარიფის ჩარჩოებს. სწორედა ამიტომ, პლატფორმის ერთ-ერთი განახლება მდგომარეობს იმაში, რომ ახლა უკვე პროვაიდერებს შეუძლიათ სერვისები შეაფასონ ახალი საზომი ერთეულების მიხედვით!
როგორ მუშაობს: თითოეული სერვის კატეგორიისთვის, TaskIt-ზე განსაზღვრულია სამი სტანდარტული საზომი ერთეული(მაგალითად: თარჯიმნის სერვისისთვის - "ერთ სიტყვაზე", გრაფიკული დიზაინისთვის - "ერთ ნამუშევარზე", იურიდიული მომსახურებისთვის - "ერთ გვერდზე" და ა.შ.). შესაბამისად, პროვაიდერებს შეუძლიათ ფასები მეტი სიზუსტით დაადგინონ.
რა ხდება მაშინ, როცა არცერთი ერთეული არ შეესაბამება თქვენს სერვისს? ეს შემთხვევაც გავითვალისწინეთ! თუ აღმოაჩინეთ, რომ წინასწარ განსაზღვრული საზომი ერთეული არ შეესაბამება თქვენს სერვისს მოცემულ კატეგორიაში, შეგვატყობინეთ. ჩვენი ადმინისტრაციული გუნდი თქვენთან ერთად იმუშავებს შესაფერისი ერთეულის შესამუშავებლად ან შესაქმნელად.
სარგებელი პროვაიდერებისთვის: გამჭვირვალე და ზუსტი ფასწარმოქმნა, რომელიც ასახავს თქვენს მომსახურებას, რაც კლიენტებისთვის უზრუნველყოფს შეთავაზებების მკაფიოდ გაგებასა და შედარებას.
2. კლიენტებისთვის დავალებების განთავსების გაუმჯობესებული კონტროლი
მეტი ძალა და მოქნილობა კლიენტებისთვის: TaskIt-ს ახალი ფუნქციები უზრუნველყოფს დაქირავების პროცესის უფრო მარტივ და ეფექტურ მართვას.
ვადების კორექტირება: თუ გჭირდებათ მეტი დრო შეთავაზებების მისაღებად ან პროექტების დეტალების დასაზუსტებლად, ახლა უკვე შეგიძლიათ მარტივად დაარეგულიროთ თქვენი ვადები და მოთხოვნები თქვენი დავალებებისთვის.
უპასუხო დავალებების წაშლა: თუ თქვენს მიერ განთავსებულ დავალებას არ მიუღია უკუკავშირი ან წინადადება, თქვენ გაქვთ მისი წაშლის შესაძლებლობა, რაც შეგინაჩუნებთ თქვენ მიერ ატვირთული დავალებების ორგანიზებას და გაგიმარტივებთ ფოკუსირებას მხოლოდ ატიურ პროექტებზე.
სარგებელი კლიენტებისთვის: მეტი კონტროლი, გაუმჯობესებული რეაგირება და დავალებების განთავსების უკეთესი გამოცდილება.
3. პროვაიდერებისთვის პლატფორმის ახალი დავალებების შეტყობინებები და პირდაპირი მოწვევები
0 გამოტოვებული შესაძლებლობა! შეტყობინებების სისტემის განახლებული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია, რათა პროვაიდერები ყოველთვის ინფორმირებულები იყვნენ იმ დავალებების შესახებ, რომლებიც მათ გამოცდილებასა და სერვის კატეგორიას შეესაბამება.
კატეგორიის ელ.ფოსტის შეტყობინებები: როდესაც კლიენტი ახალ დავალებას განათავსებს, რომელიც თქვენს სერვის კატეგორიას შეესაბამება, ამ კატეგორიაში რეგისტრირებული ყველა პროვაიდერი მიიღებს ელ.ფოსტის შეტყობინებას. ეს კი უზრუნველყოფს, რომ თქვენ შეძლოთ დაუყოვნებლივ იყოთ ინფორმირებულები ახალი დავალებების შესახებ, მუდმივად პლატფორმის შემოწმების გარეშე.
კლიენტების პირდაპირი მოწვევები: კლიენტებს ახლა შეუძლიათ დავალებებისა და პროექტების ზოგადი განთავსების გარდა, დამატებით მოიწვიონ კონკრეტული პროვაიდერები, ვისთანაც სურთ მუშაობა მოცემულ დავალებაზე. შერჩეული პროვაიდერები კი მიიღებენ სპეციალურ, დამატებით მოწვევას, რაც ბუნებრივია, პროვაიდერის მაღალ მოთხოვნაზეც მიუთითებს.
სარგებელი პროვაიდერებისთვის: იყავით ინფორმირებული, გქონდეთ პირდაპირი წვდომა შესაბამის დავალებებზე და მიიღეთ პირდაპირი მოწვევები დაინტერესებული კლიენტებისგან.
ვიმედოვნებთ, აღნიშნული განახლებები ჩვენს მომხმარებლებს მეტ კომფორტსა და სიმარტივეს შეუქმნის და შევძლებთ, შევქმნათ ეფექტური და მოსახერხებელი B2B სერვისების სივრცე საქართველოში. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი ფუნქციები ჩვენს პროვაიდერებს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად შექმნან თავიანთი სერვისები და აღმოაჩინონ მეტი შესაძლებლობა, ხოლო კლიენტებს უზრუნველყოფს გამარტივებულ წვდომას საუკეთესო პროვაიდერებთან.
შემოგვიერთდი TaskIt.ge-ზე დღესვე და გაეცანი ახალ საინტერესო შესაძლებლობებს!